რა გსურთ იხილოთ NETSHOP -ზე?

რას შეცვლიდით ან დაამატებდით NETSHOP -ზე? გაგვიზიარეთ თქვენი იდეები

ბოლო სიახლეები
ოქტომბერი
ონლაინ პლატფორმა

მიუხედავად იმისა რომ კორონავირუსის გამო ჩვენ შეჩერებული გვქონდა მუშაობა, ჩვენ მაინც ვაგრძელებდით ჩვენი ვებ გვერდის დახვეწაზე მუშაობას, და რამოდენიმე თვეში NETSHOP -ის უბრალო ვებ გვერდი გადაიქცა ერთ დიდ პლატფორმად სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად სხვადასხვა მაღაზიებიდან შეიძინონ პროდუქცია და მიიღონ  სასურველ მისამართზე, ხოლო სავაჭრო ობიექტებს შეუძლიათ შექმნან გვერდი და შესთავაზონ მომხმარებლებს საკუთარი პროდუქციის ონლაინ შეძენა.

ოქტომბერი
NETSHOP აუქციონი

სიახლე რომელიც NETSHOP -ის მომხმარებლებს რეგისტრაციის შემდეგ საშუალებას აძლევს შეიძინონ სხვადასხვა მაღაზიების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია აუქციონის წესით.

ოქტომბერი
დღის შემოთავაზება

ახლა უკვე რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დააფიქსირონ საკუთარი ფასი პროდუქტებზე და შეიძინონ კიდევ უფრო იაფად, იმ ფასად რა ფასის გადახდაც თავად სურთ

ოქტომბერი
მაღაზიების გამოწერა

ახლა უკვე შეგიძლიათ გამოიწეროთ თქვენი ფავორიტი მაღაზიები NETSHOP -ზე და თვალი ადევნოთ მათ სიახლეებს

ოქტომბერი
ფასიანი წევრობის გეგმა

მიუხედავად იმისა რომ NETSHOP -ზე რეგისტრაცია უფასოა, ახლა თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ფასიანი წევრობის გეგმა და დაზოგოთ კიდევ უფრო მეტი ფული და დრო. ფასიანი წევრობის გეგმის საფასური შეადგენს 99 ლარს წელიწადში

რა გსურთ იხილოთ NETSHOP -ზე?

რას შეცვლიდით ან დაამატებდით NETSHOP -ზე? გაგვიზიარეთ თქვენი იდეები

ჩვენი ისტორია
2019 წელი
20 აპრილი
* Facebook გვერდის შექმნა

2019 წლის 20 აპრილს პირველად შეიქმნა NETSHOP -ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი საქართველოს რეგიონისათვის. სადაც მომხმარებლებს შეეძლოთ პროდუქტების დათვალიერება და შეძენა. პირველივე დღესვე განხორციელდა არაერთი შეკვეთა და მომხმარებლება შეძლეს პროდუქტების შეძენა წარმოუდგენლად დაბალ ფასად...

აპრილი
* ბარათი NetCard

მომხმარებლებს რომელთაც სურდათ NETSHOP -ის Facebook გვერდზე განთავსებული პროდუქციის ფასდაკლებით შეძენა უნდა აეღოთ ბარათი სახელწოდებით NetCard. ბარათის აღება იყო სრულიად უფასო. მის მისაღებად მსურველებს მოეთხოვებოდათ Facebook -ის სპეციალური ფუნქციის საშუალებით NETSHOP -ის Facebook გვერდზე მოეწვიათ თავიანთი მეგობრები

აპრილი
* საქართველოში მოქმედ სავაჭრო ობიექტებთან თანამშრომლობა

საქმიანობის დაწყების პირველივე დღიდან NETSHOP მჭიდროდ თანამშრომლობა ტექნიკის მაღაზია "ტექნომოლთან", პირველად სწორედ "ტექნომოლის" პროდუქცია იყო NETSHOP -ის Facebook გვერდზე განთავსებული და მომხმარებლებს შეეძლოთ შეეძინათ სხვადასხვა სახის ტექნიკა წარმოუდგენლად დაბალ ფასად. მომავალში NETSHOP -მა დაიწყო სხვა სავაჭრო ობიექტებთან თანამშრომლობა და მათი პროდუქციის საკუთარ Facebook გვერდზე განთავსება. მათ შორის პირველები იყვნენ Syrox Georgia, Anker Georgia, Sigma, Odaban, მწვანე შუქი...

მაისი
* ხელოვნური ინტელექტის მქონე "ჩათბოტი"

საწყის ეტაპზე NETSHOP -ზე შეკვეთების განხორციელება ხდებოდა Facebook -ის Messenger -ის მეშვეობით. მომხმარებლები წერდნენ რა სურდათ ხოლო NETSHOP -ის ოპერატორი ინიშნავდა შეკვეთებს და აგზავნიდა მაღაზიაში. შეკვეთების რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა, აგრეთვე იყო მომხმარებელთა მხრიდან სხვადასხვა კითხვები რაზეც ოპერატორს უწევდა პასუხის გაცემა, ჭარბი შეტყობინებების გამო NETSHOP -ის წარმომადგენლება მიიღეს გადაწყვეტილება შეექმნათ ხელოვნური ინტელექტის მქონე "ჩათბოტი" რომელიც შეძლებდა ოპერატორის ნაცვლად რამოდენიმე შეკვეთის ერთდროულად მიღებას და ასევე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას.

აპრილის ბოლოს NETSHOP -ის გუნდმა დაიწყო ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე მუშაობა ხოლო მაისის დასაწყისში მომხმარებლებს უკვე შეეძლოთ განეხორციელებინათ შეკვეთები ბევრად ადვილად და სწრაფად ვიდრე მანამდე. NETSHOP -ის გვერდზე განთავსებულ ყოველ პროდუქციას ქონდა მინიჭებული ინდივიდუალური კოდი, მომხმარებელი სწერდა სასურველი პროდუქციის კოდს "ჩათბოტს" რითაც იწყებოდა შეკვეთის განხორციელება. "ჩათბოტი" მომხმარებელს ეკითხებოდა შეკვეთისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას: პროდუქციის რაოდენობა, ფერი, მიწოდების მისამართი, ტელეფონის ნომერი და ა.შ  შემდეგ კი ამ მიღებულ ინფორმაციას აგზავნიდა მაღაზიაში. ასევე მომხმარებლებს პასუხს სცემდა ხშირად დასმულ კითხვებზე...

მაისი
* პირველი ვებ-გვერდი

NETSHOP -ის გუნდი ხელოვნური ინტელექტის "ჩათბოტის" შექმნის პარალელურად  მუშაობდა პირველი ვებ-გვერდის შექმნაზე რომელიც "ჩათბოტის" გაშვების პარალელურად წარუდგინა მომხმარებლებს. ეს იყო საინფორმაციო ხასიათის ერთ გვერდიანი ვებ-გვერდი სადაც განთავსებული იყო დეტალური ინსტრუქცია შეკვეთის განხორციელებისათვის და სხვა დამატებითი ინფორმაცია. მანამდე ეს ინფორმაცია განთავსებული იყო NETSHOP -ის Facebook გვერდის აღწერაში.

ივნისი
* აქცია "მხოლოდ"

NETSHOP -მა თავისი ერთგული მომხმარებლების წახალისების მიზნით დაიწყო განსაკუთრებული აქცია სახელწოდებით *მხოლოდ*, რითაც ერთგულ მომხმარებლებს შეეძლოთ კიდევ უფრო მეტი ფასდაკლებით შეეძინათ პროდუქცია ან ესარგებლათ უფასო მიტანის სერვისით.

ყოველ ცალკეულ აქციას ქონდა თავისი *მხოლოდ*. აქცია შესაძლოა შეხებოდათ მხოლოდ გარკვეული ასაკის პირებს, შესაძლოა გაგრძელებულიყო მხოლოდ რამოდენიმე წუთი, შესაძლოა უფასო მიტანა ყოფილიყო თბილისის მხოლოდ კონკრეტულ უბანში და ა.შ. სწორედ ამის გამო იყო ამ აქციისთვის შერჩეული სახელი *მხოლოდ*

ივნისი
* თაგუნიას შემეცნებითი ვიდეოები და პროექტი ცოდნის ძალა

ივნისის შუა რიცხვებში NETSHOP -მა თავის მომხმარებლებს წარუდგინა 2 ახალი ინტელექტუალური სერვისი რითაც მომხმარებლებს შეეძლოთ მიეღოთ გარკვეული ცოდნა სხვადასხვა სფეროში (მათ შორის: საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოგრაფია)  და ასევე მოეპოვებინათ პრიზები. ესენი იყო "თაგუნიას შემეცნებითი ვიდეოები" და "ცოდნის ძალა". 

NETSHOP -ის Facebook გვერდზე ყოველ საღამოს თავსდებოდა "თაგუნიას შემეცნებითი ვიდეოები", ხოლო ყოველ კვირა დღეს იდებოდა  მთელი კვირის განმავლობაში განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობილი შეკითხვა. კითხვაზე პირველი სწორი პასუხის ავტორი იღებდა პრიზს

9 დეკემბერი
* ჰაკერული თავდასხმა NETSHOP -ზე

9 დეკემბერს NETSHOP -ის Facebook გვერდზე განხორციელდა ჰაკერული თავდასხმა. თავდამსხმელებმა გატეხეს NETSHOP -ის Facebook გვერდი და მიიტაცეს. NETSHOP -მა დაკარგა წვდომა საკუთარ გვერდზე თუმცა NETSHOP -ის მობილური აპლიკაციით რომელიც NETSHOP -ის Facebook გვერდთან სინქრონიზაციაში მუშაობდა NETSHOP -მა შეძლო გატაცებულ Facebook გვერდზე პოსტის განთავსება და თავისი მომხმარებლებისთვის ამ ამბის შეტყობინება. 

რამოდენიმე დღის შემდეგ, 14 დეკემბერს NETSHOP -მა შეძლო გვერდის გამტაცებლებთან კავშირზე გასვლა და საკუთარი გვერდის დაბრუნება.

ამ ამბის შემდეგ NETSHOP -ის Facebook გვერდის დაცვის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

2020 წელი
6 იანვარი
* განახლებული ვებ-გვერდი

6 იანვარს NETSHOP -მა მომხმარებლებს წარუდგინა თავისი განახლებული ვებ-გვერდი

NETSHOP -ის Facebook გვერდზე ყოველდღე იდებოდა 3 - 5 ახალი პროდუქტი. აგვისტოს თვისთვის Facebook გვერდზე განთავსებული პროდუქციის რაოდენობა უკვე 300 -ზე მეტი იყო, პარალელურად Facebook გვერდზე იდებოდა სხვადასხვა საინფორმაციო სახის პოსტები, თაგუნიას ვიდეოები, ცოდნის ძალის შეკითხვები, აქცია მხოლოდ -ის შეთავაზებები რის გამოც მომხმარებლებს უფრო და უფრო უჭირდათ სასურველი პროდუქციის მოძიება და შეძენა. NETSHOP -ის გუნდა გადაწყვიტა შეექმნა ახალი ვებ-გვერდი სადაც განთავსდებოდა პროდუქტები და მომხმარებლები შეძლებდნენ სასურველი პროდუქტების ადვილად მოძიებას და შეძენას. აგრეთვე ცალკეულ გვერდებზე იქნებოდა გამოყოფილი NETSHOP -ის სხვადასხვა სერვისები.

ვებ გვერდზე მუშაობა დაიწყო აგვისტოს თვეში და დასრულდა დეკემბრის ბოლოს. ამ დროის განმავლობაში (დაახლოებით 5 თვე) NETSHOP შეწყვეტილი ქონდა თავისი საქმიანობა და სერვისები.

6 იანვარს NETSHOP -მა მომხმარებლებს წარუდგინა თავისი განახლებული ვებ-გვერდი სადაც მომხმარებლებს შეეძლოთ პროდუქტების ადვილად მოძიება და შეძენა. აგრეთვე იყო რამოდენიმე საინტერესო სიახლე:

  • მომხმარებლებს პროდუქტების შეძენა შეეძლოთ 2 განსხვავებული ფასით: სტანდარტული ფასით და ფასდაკლებით (ფასი NETCARD -ით)
  • გონების, მხედველობის და რეფლექსების გასავარჯიშებელი ონლაინ თამაშები
  • NETCARD ZONE, სადაც NETCARD -ის მფლობელებს შეეძლოთ რეგისტრაცია და სპეციალური სერვისებით სარგებლობა მათ შორის NET ქულების დაგროვება და დაგროვებული ქულებით პროდუქტების შეძენა
6 იანვარი
* მობილური აპლიკაცია

ახალი ვებ გვერდის შექმნასთან ერთად NETSHOP -ის გუნდი პარალელურად მუშაობდა მობილური აპლიკაციის შექმნაზე და 6 იანვარს მომხმარებლებს უკვე შეეძლოთ NETSHOP -ის მობილური აპლიკაციით სარგებლობა. 

NETSHOP -ის მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც აიფონის ასევე ანდროიდის მოწყობილობებში ღილაკზე მხოლოდ ერთი დაწკაპებით. მას არ სჭირდება მობილური აპლიკაციების მაღაზიების გამოყენება (App store ან Play store), აგრეთვე მოიხმარს მობილური მოწყობილობის ძალიან მცირე ენერგიას, არ იწვევს მოწყობილობის გადახურებას და ინსტალაციისათვის არ სჭირდება მობილური მოწყობილობის მეხსიერება.

იანვარი
* NETSHOP ბიზნესისთვის

ახალი ვებ-გვერდის შექმნის შემდეგ NETSHOP -მა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მისცა საშუალება თავიანთი ბიზნესისთვის სრულიად უფასოდ შეექმნათ ონლაინ მაღაზიის გვერდი სადაც განათავსებდნენ პროდუქციას და შესთავაზებდნენ მომხმარებლებს საკუთარი პროდუქციის ონლაინ შეძენას

13 მარტი
* ჩვენ დროებით ვაჩერებთ მუშაობას

კორონავირუსის (COVID 19) პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო 13 მარტს NETSHOP -მა შეაჩერა მუშაობა. თუმცა მან განაგრძო მუშაობა საკუთარი პლატფორმის გაუმჯობესებისთვის და ასევე წამოიწყო მუშაობა ახალ სერვისებზე