ხშირად დასმული კითხვები
ზოგადი
ჩვენ არაფერს არ ვყიდით. NETSHOP -ის პლატფორმაზე წარმოდგენილი პროდუქცია ეკუთვნის სხვადასხვა მაღაზიებს. NETSHOP გაძლევთ საშუალებას საქართველოში არსებული სხვადასხვა მაღაზიებიდან შეიძინოთ პროდუქცია დაუჯერებლად დაბალ ფასად, (სპეციალური ფასებით)
NETSHOP -ის რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ პროდუქცია შეიძინონ სპეციალურად რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის განკუთვნილი ფასებით. სპეციალური ფასები შესაძლოა 10 %, 20 %, 50 % და მეტი პროცენტითაც კი ნაკლები იყოს სტანდარტულ ფასთან შედარებით
NETSHOP -ზე რეგისტრაცია უფასოა. თუმცა რეგისტრაციისთვის თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ ფასიანი წევრობის გეგმა და დაზოგოთ ბევრად მეტი ფული და ძვირფასი დრო
თქვენ შეგიძლიათ NETSHOP -ზე წარმოდგენილი მაღაზიებიდან ონლაინ შეუკვეთოთ და მიიღოთ სასურველ მისამართზე პროდუქცია, ამისათვის რეგისტრაცია არ არის აუცილებელი
NETSHOP -ზე შეკვეთილი პროდუქცია შეგიძლიათ მიიღოთ მთელი საქართველოს მაშტაბით. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ფოსტებთან, თითოეულ ფოსტას აქვს ინდივიდუალური მიწოდების პირობები და ტარიფები. შეკვეთის განხორციელების დროს თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ფოსტა