მივიღებ რაიმე საკომისიოს განმეორებითი შეძენებიდან?

You are here:

NETSHOP -ის ზოგიერთი ციფრული სერვისი განსაზღვრული დროის შემდეგ საჭიროებს განმეორებით შეძენას. თქვენ მიიღებთ მომხმარებლის მიერ ყოველი განმეორებითი შეძენიდანაც საკომისიოს. ზოგიერთ სერვისზე განმეორებითი შეძენის საკომისიო შეიძლება განსხვავდებოდეს პირველი შეძენის საკომისიოსგან.

მაგალითად: თქვენ გაყიდეთ სერვისი რომელსაც აქვს გამოყენების 1 წლიანი ვადა. 1 წლის შემდეგ მომხმარებელმა კვლავ შეიძინა იგივე სერვისი (განაგრძო შეძენილი სერვისით სარგებლობა) , თქვენ მიიღებთ საკომისიოს როგორც მომხმარებლის მიერ პირველი სერვისის შეძენიდან ასევე ყოველი განმეორებითი სერვისის შეძენიდან

P.S თქვენი რეფერალური ბმულით ნებისმიერი სერვისის შეძენის შემდეგ ბიზნესი დაკავშირებული რჩება თქვენთან. თუ მომხმარებელი პირველი შეძენის განხორციელების შემდეგ რაიმე სხვა სერვისს შეიძენს თქვენი შეთავაზების გარეშე, ან თუნდაც თქვენს მიერ შეთავაზებულ სერვისთან ერთად შეიძენს სხვა სერვისსაც ეს გაყიდვაც თქვენ ჩაგეთვლებათ და მიიღებთ ამ გაყიდვიდანაც საკომისიოს გარდა იმ შემთხვევისა თუ თქვენს შემდეგ სხვა გაყიდვების მენეჯერი დაუკავშირდება ამ კომპანიას კონკრეტული სერვისის შეთავაზებით

სარჩევი