როგორ დავამატო ჩემი ახალი კომპანიები კომპანიების ჩამონათვალში?
ვიდრე რომელიმე კომპანიას დაუკავშირდებით NETSHOP -ის სერვისების შესათავაზებლად პირველ რიგში დაამატეთ თქვენი კომპანია კომპანიების ჩამონათვალში და მიუთითეთ რომელი სერვისის გაყიდვას გეგმავთ. კომპანიის დამატებამდე ნახეთ, ბოლო 2 კვირის განმავლობაში სხვა არ იყოს იმ კომპანიასთან დაკავშირებული რომელთანაც აპირებთ დაკავშირებას.
თუ თქვენ დაამატებთ ახალ კომპანიას კომპანიების ჩამონათვალში, თქვენს მიერ დამატებულ კომპანიას 2 კვირის განმავლობაში სხვა გაყიდვების მენეჯერი აღარ დაუკავშირდება, ხოლო 2 კვირის შემდეგ შეუძლია სხვა გაყიდვების მენეჯერმა ხელახლა დაამატოს თქვენი კომპანია კომპანიების ჩამონათვალში და დაუკავშირდეს მას. თუ თქვენ 2 კვირის განმავლობაში არ დაგისრულებიათ კომპანიასთან მოლაპარაკების პროცესი, რეკომენდებულია ჩვეულებრივზე ხშირად ადევნოთ თვალი სხვების მიერ განთავსებულ კომპანიებს რათა დროული რეაგირება მოახდინოთ და სხვა გაყიდვების მენეჯერი აღარ დაუკავშირდეს იმ კომპანიას რომელთანაც მოლაპარაკების პროცესში ხართ. ასეთ შემთხვევაში უბრალოდ სხვა გაყიდვების მენეჯერის მიერ ახლად განთავსებულ პოსტს დაუწერეთ კომენტარი რომ ამ კომპანიასთან თქვენ იმყოფებით მოლაპარაკების პროცესში. თუ ახლად განთავსებულ პოსტზე არ გექნებათ რეაგირება განთავსებიდან 24 საათის განმავლობაში შესაძლოა თქვენს მიერ გაყიდული სერვისი სხვა გაყიდვების მენეჯერს ჩაეთვალოს…
ყოველთვის თვალი ადევნეთ კომპანიების ჩამონათვალში განთავსებულ ახალ კომპანიებსა და კომენტარებს რათა თავიდან აიცილოთ უხერხული და არასასიამოვნო სიტუაციები…
იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია