როგორ დავიცვა ჩემი Affiliate ანგარიშის უსაფრთხოება?
თქვენი Affiliate ანგარიშის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. ნურასოდეს გაუზიარებთ თქვენი Affiliate ანგარიშის ელ. ფოსტასა და პაროლს სხვებს და სასურველია თუ თქვენი ანგარიშის პაროლს რამოდენიმე თვეში ერთხელ შეცვლით ისეთი პაროლით რომელიც მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ.
აგრეთვე რეკომენდებულია გაიაროთ ვერიფიკაცია ID CARD -ით. თქვენი Affiliate ანაგარიშის პარამეტრებში შეგიძლიათ ნახოთ ანგარიშის დამატებითი უსაფრთხოება. საიდანაც შეძლებთ გაიაროთ ვერიფიკაცია ID CARD -ით. თუ ID CARD არ გაქვთ შეგიძლიათ გამოიყენოთ სახელმწიფო პასპორტი ან მართვის მოწმობა. ვერიფიკაციის გავლის შემდეგ თქვენ დაცული იქნებით თქვენი Affiliate ანგარიშის დაკარგვისგან. თუ მოხდება უკანონო, ჰაკერული გზით თქვენი ანგარიშის მიტაცება, თქვენი მომართვის საფუძველზე ჩვენ შევძლებთ დავადგინოთ ანგარიშის რეალური მფლობელი და დაგიბრუნოთ წვდომა თქვენს ანგარიშზე…