როგორ შევქმნა ინდივიდუალური რეფერალური ბმული თითოეული სერვისის პრეზენტაციის გვერდისთვის?

You are here:

NETSHOP -ის ყველა სერვისს აქვს პრეზენტაციის გვერდი სადაც აღწერილია კონკრეტული სერვისი და დეტალურ ინფორმაციას აძლევს პოტენციურ მყიდველს ამ სერვისის შესახებ. თითოეული სერვისის პრეზენტაციის გვერდისთვის ინდივიდუალური რეფერალური ბმულის შესაქმნელად პირველ რიგში უნდა შექმნათ კამპანია, რომელიც მოგცემთ საშუალებას თქვენი ძირითადი რეფერალური ბმულის გარდა შექმნათ დამატებითი ბმულები NETSHOP -ის თითოეული სერვისისთვის. კამპანიის შექმნის შემდეგ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თქვენს მიერ შექმნილი დამატებითი ბმულების გამოყენების სტატისტიკას და მუშაობის ეფექტურობას.

გამოყენების მაგალითი: თუ თქვენ, თქვენს ძირითად რეფერალურ ბმულს გაუგზავნით რომელიმე ბიზნესის წარმომადგენელს, ის ამ ბმულზე დაწკაპების შემდეგ გადავა NETSHOP -ის ბიზნესისთვის განკუთვნილი ყველა სერვისის ჩამონათვალის გვერდზე, მაგრამ თუ გსურთ გაუგზავნოთ რომელიმე კონკრეტული სერვისის პრეზენტაციის გვერდის ბმული, თქვენ უნდა შექმნათ თქვენი დამატებითი რეფერალური ბმული, რომელზე დაწკაპების შემდეგაც ბიზნესის წარმომადგენელი ნახავს კონკრეულად იმ სერვისის პრეზენტაციის გვერდს რომელი სერვისის გაყიდვასაც აპირებთ.

ინსტრუქციის სანახავად როგორ შექმნათ კამპანია და მასთან დაკავშირებული ბმული იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია

სარჩევი