რა არის სამუშაო სეგმენტი?

You are here:

“დამწყების დონიდან” “პირველ დონეზე” გადასვლისას თქვენ უნდა აირჩიოთ სამუშაო სეგმენტი რა მიმართულებითაც განაგრძობთ მუშაობას. სამუშაო სეგმენტის არჩევამდე კარგად დაფიქრდით, რადგან მისი არჩევის შემდეგ შეცვლა შეუძლებელია.

სამუშაო სეგმენტი არის კატეგორიებად დაყოფილი ბიზნესის სახეობები: მაღაზიები, კვების ობიექტები, მომსახურების ცენტრები, სასტუმროები. თქვენ უნდა აირჩიოთ ბიზნესის ის კატეგორია რომელი ბიზნესის კატეგორიასთანაც უკეთესად გამოგდით მუშაობა. მაგალითად: თუ თქვენ ფიქრობთ რომ კვების ობიექტებთან უკეთესად გამოგდით თანამშრომლობა ვიდრე სასტუმროებთან ან მაღაზიებთან შეგიძლიათ აირჩიოთ კვების ობიექტების სეგმენტი და ჩვენი ციფრული სერვისები შესთავაზოთ კვების ობიექტებს. თუმცა იშვიათ და გამონაკლის შემთხვევებში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სხვა სეგმენტში შემავალ კომპანიებსაც.

წარმატებული მუშაობის შედეგად შეგიძლიათ გახდეთ თქვენი სეგმენტის “ტოპ ლიდერი” და მიიღოთ თქვენს სეგმენტში მომუშავე სხვა გაყიდვების მენეჯერების მიერ გამომუშავებული თანხის 1% ბონუსის სახით და სხვა ბენეფიტები.

P.S სამუშაო სეგმენტის არჩევის შემდეგ შეზღუდული არ ხართ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და შესთავაზოთ ჩვენი ციფრული სერვისები სხვა სეგმენტში შემავალ კომპანიებსაც, მაგრამ თუ თქვენი სხვა სეგმენტის გაყიდვები აღემატება თქვენს მიერ არჩეულ სეგმენტის გაყიდვის რაოდენობას თქვენ ვერ გახდებით თქვენი სეგმენტის “ტოპ ლიდერი”

სარჩევი