NETSHOP -ის მომსახურების წესები და პირობები

NETSHOP -ის სერვისების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით აქ მოცემულ მომსახურების პირობებს. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ.

გმადლობთ, რომ იყენებთ NETSHOP პლატფორმას და იმ პროდუქტებს, მომსახურებას და ფუნქციებს (შემდგომში ერთად „სერვისი“), რომლებსაც თქვენთვის ხელმისაწვდომს ვხდით ჩვენი პლატფორმის ფარგლებში.
მომსახურებას უზრუნველყოფს Netshop LLC  (”Netshop”),  ჩვენს შესახებ სრული ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ გვერდზე:  ჩვენს შესახებ

NETSHOP -ის სერვისების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით აქ მოცემულ მომსახურების პირობებს. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ.

ჩვენი სერვისები

ჩვენ ვქმნით უამრავ მომსახურებას, რომლებიც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს ეხმარება მსოფლიოში ინტერნეტის მეშვეობით ახალი გზებით შეძლონ საკუთარი ცხოვრების გამარტივება და გამრავალფეროვნება.

ჩვენს მომსახურებებში შედის: 

ონლაინ სავაჭრო ცენტრი
ონლაინ აუქციონი
ყველა ფასდაკლება ერთ გვერდზე
თაგუნიას შემეცნებითი ვიდეოები
ცოდნის ძალა
დასაქმების პროგრამა
ონლაინ თამაშები
აქცია მხოლოდ
ყოველთვიური გათამაშება

ასევე დამწყები და მოქმედი ბიზნესმენებისათვის:

NET შოფინგი ბიზნესისთვის

NETSHOP აუქციონი ბიზნესისთვის

ვებ გვერდის (საიტის) დამზადება

მობილური აპლიკაციის დამზადება

ვებ გვერდების ტექნიკური მომსახურება

ვებ ჰოსტინგი

ბიზნეს ელ. ფოსტა

რეკლამა და მარკეტინგი

Qr კოდების დამზადება

ლოგოების დამზადება

ვებ ფორმების დამზადება

დაწკაპუნებადი სურათების დამზადება

Facebook გვერდის ოპტიმიზაცია

ხელოვნური ინტელექტის (ჩათბოტი) დაყენება Facebook -ის Messenger -ზე

საკურიერო და საფოსტო მომსახურება

NET სერვისი

ბიზნეს ფორუმი

დასაქმება

და სხვა.

ჩვენი ბიზნესისთვის განკუთვნილი სერვისების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ გვერდზე:  ჩვენი სერვისები

ჩვენი მომსახურებების მრავალფეროვნობიდან გამომდინარე, ზოგჯერ შეიძლება სხვადასხვა სერვისებისთვის გამოყენებულ იქნეს დამატებითი პირობები ან დამატებითი მოთხოვნები (ასაკის მოთხოვნების ჩათვლით).

ჩვენს დახმარების ცენტრში  ჩვენ გთავაზობთ უამრავ ინფორმაციას ჩვენი სერვისებისა და მათი გამოყენების შესახებ, თუ როგორ ისიამოვნოთ და შეძლოთ მაქსიმალური სარგებლის მიღება NETSHOP -ის ყოველი სერვისით. დახმარების ცენტრში მოცემული დამატებითი პირობები აგრეთვე ხდება თქვენთან შეთანხმების ნაწილი, თუ ამ სერვისებს იყენებთ.

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ ეს ხელშეკრულება და დარწმუნდით, რომ გესმით ის. თუ ხელშეკრულება თქვენთვის გაუგებარია ან არ ეთანხმებით მის რომელიმე ნაწილს, მაშინ ნუ ისარგებლებთ NETSHOP -ის სერვისებით.
 აგრეთვე თუ არ ეთანხმებით NETSHOP -ის რომელიმე კონკრეტული სერვისის დამატებით პირობებს ნუ ისარგებლებთ იმ სერვისით რომლის პირობებსაც არ ეთანხმებით და მიუღებელია თქვენთვის…

ვის აქვს NETSHOP-ის სერვისებით  სარგებლობის უფლება?

ასაკობრივი მოთხოვნები

13 წლამდე ასაკის ბავშვმა შეიძლება გამოიყენოს სერვისი მშობლის ან კანონიერი მეურვის მეთვალყურეობის ქვეშ.
თუ 18 წლამდე ასაკის ხართ, უნდა გქონდეთ თქვენი მშობლის ან კანონიერი მეურვის ნებართვა სერვისის გამოყენებაზე. გთხოვთ, მათთან ერთად წაიკითხოთ ეს ხელშეკრულება.
თუ თქვენ ხართ 18 წლამდე მომხმარებლის მშობელი ან კანონიერი მეურვე, თქვენი ბავშვისთვის NETSHOP-ის სერვისების გამოყენების უფლების მიცემით, თქვენ ექვემდებარებით ამ ხელშეკრულების პირობებს და პასუხს აგებთ სერვისის ფარგლებში თქვენი ბავშვის აქტივობაზე ისევე როგორც NETSHOP-ის გვერდზე განხორციელებულ საკუთარ ქმედებებსა და აქტივობებზე.

ბიზნესი
თუ სერვისს იყენებთ კომპანიის ან ორგანიზაციის სახელით, თქვენ გვიდასტურებთ, რომ გაქვთ უფლებამოსილება, იმოქმედოთ ამ იურიდიული პირის სახელით და რომ ეს იურიდიული პირი ეთანხმება ამ ხელშეკრულებას.

თქვენ მიერ სერვისის გამოყენება

სერვისში არსებული კონტენტი
სერვისში განთავსებული კონტენტი მოიცავს ვიდეოებს, აუდიო ჩანაწერებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, ფოტოებს, ტექსტს, ბრენდინგის მასალას (მათ შორის, სავაჭრო სახელებს, სავაჭრო ნიშნებს, სერვისის ნიშნებს ან ლოგოებს), ინტერაქტიულ ფუნქციებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, მეტრიკასა და სხვა მასალას, რომელიც მოწოდებულია თქვენს, NETSHOP -ის ან მესამე მხარის მიერ (შემდგომში ერთად  „კონტენტი“). 
სერვისისთვის კონტენტის მიწოდება და მისი გავრცელება შეიძლება მოხდეს ჩვენი მომხმარებლების მიერ და NETSHOP არის ასეთი კონტენტისთვის ჰოსტინგის მომსახურების პროვაიდერი. კონტენტზე პასუხისმგებელია პიროვნება ან იურიდიული პირი, რომელიც სერვისს აწვდის კონტენტს. 
თუ სერვისებით სარგებლობისას ნახავთ რაიმე კონტენტს, რომელიც, თქვენი აზრით არ შეესაბამება ამ ხელშეკრულებას, არღვევს თქვენს ქვეყანაში მოქმედ კანონს ან კონტენტის შინაარსი:

ცრუ და შეცდომაში შემყვანია
მოუწოდებს სიძულვილზე, ძალადობაზე დაფუძნებულ და არალეგალურ/შეურაცხმყოფელ საქმიანობას
სიშიშვლე (პორნოგრაფია)
საავტორო უფლებების დარღვევა
და სხვა…             
შეგიძლიათ შეგვატყობინოთ და გაასაჩივროთ ასეთი კონტენტი.       იხილეთ:  გასაჩივრების ცენტრი

სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია გამოგიგზავნოთ მომსახურების ანონსი, ადმინისტრაციული შეტყობინებები და სხვა ინფორმაცია. თქვენ შეიძლება თავი აარიდოთ ამ კომუნიკაციებს.

ჩვენი სერვისები აგრეთვე ხელმისაწვდომია მობილური მოწყობილობებით მობილური აპლიკაციის სახით. გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ მობილურ აპლიკაციას საჭესთან, ავტომობილის მართვისას ან ისე, რომ ხელი შეგიშალოთ მოძრაობის ან უსაფრთხოების კანონების დაცვაში.

თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია რომელიმე სერვისით სარგებლობისას გვერდზე ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენასთან დაკავშირებით.   იხილეთ:  გამოხმაურება

 თქვენი NETSHOP ანგარიში
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვისის ზოგიერთი ფუნქციები NETSHOP ანგარიშის გარეშე. თუმცა შეიძლება დაგჭირდეთ NETSHOP ანგარიში, რომ სრულად შეძლოთ ჩვენი სერვისებით სარგებლობა. 
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი NETSHOP ანგარიში, ან თქვენი NETSHOP ანგარიში შეიძლება მოგეწოდოთ ადმინისტრატორის მიერ, მაგალითად თქვენი დამსაქმებლის მიერ. თუ თქვენ იყენებთ ადმინისტრატორის მიერ თქვენთვის მონიჭებულ NETSHOP ანგარიშს, თქვენი ადმინისტრატორის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი პირობები და თქვენს ადმინისტრატორს შეეძლოს თქვენს ანგარიშზე წვდომა ან გამორთვა.
თქვენი NETSHOP ანგარიშის უსაფრთხოებისთვის, შეინახეთ თქვენი პაროლი კონფიდენციალურად. თქვენ პასუხისმგებელი ხართ იმ საქმიანობაზე, რომელიც ხდება თქვენი NETSHOP ანგარიშის მეშვეობით. ნუ გადასცემთ თქვენს NETSHOP ანგარიშის პაროლს მესამე პირს. თუ შეიტყობთ თქვენი პაროლის ან NETSHOP ანგარიშის უნებართვო გამოყენებას, დაუყოვნებლივ გვაცნობეთ ამის შესახებ ჩვენი მხარდაჭერის ელ. ფოსტაზე:  support@netshop.ge

კონფიდენციალურობა და საავტორო უფლებების დაცვა

ჩვენ ვიცით, რომ უსაფრთხოება და კონფიდენციალურობის დაცვა თქვენთვის მნიშვნელოვანია – და ისინი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ, რომ უზრუნველვყოთ თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება და გარწმუნებთ, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია უსაფრთხოა. თქვენს მიერ ჩვენს სისტემაში შეყვანილი პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ NETSHOP -თვის, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც თავად ხდით და თავად აქვეყნებთ თქვენს პირად ინფორმაციას საჯაროდ NETSHOP -ის რომელიმე სერვისით სარგებლობისას. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
ჩვენ ვპასუხობთ საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ ცნობებს და ვწყვეტთ განმეორებით დამრღვევთა ანგარიშებს, თუ ფიქრობთ, რომ ვინმე არღვევს თქვენს საავტორო უფლებებს და გსურთ გვაცნობოთ ამის შესახებ იხილეთ:  გასაჩივრების ცენტრი

ნებართვები და შეზღუდვები

თქვენ შეგიძლიათ წვდომა იქონიოთ და გამოიყენოთ სერვისი თქვენი პირადი, არაკომერციული გამოყენებისთვის,  NETSHOP – ის მომსახურების პირობებისა და პოლიტიკის დაცვით.
თქვენ მიერ სერვისის გამოყენებაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები.

თქვენ არ გაქვთ უფლება:
თქვენ არ გაქვთ უფლება რომ წვდომა იქონიოთ, რეპროდუცირება გააკეთოთ, ჩამოტვირთოთ, გაავრცელოთ, გადასცეთ, ტრანსლაცია მოახდინოთ, აჩვენოთ, გაყიდოთ, ლიცენზია გასცეთ, შეცვალოთ, მოდიფიკაცია გაუკეთოთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ სერვისის ნებისმიერი ნაწილი ან ნებისმიერი კონტენტი, გარდა იმისა: (ა) რომელიც სპეციალურად დაშვებულია სერვისის მიერ;  (ბ) რომელზეც წინასწარი წერილობითი ნებართვა გაქვთ NETSHOP-ისგან და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უფლებების მფლობელებისგან;
გვერდი აუაროთ, გათიშოთ, თაღლითური გზით ჩაერთოთ ან სხვაგვარად იმოქმედოთ  სერვისზე 
წვდომა იქონიოთ სერვისზე ნებისმიერი ავტომატიზებული საშუალებით (როგორიცაა, რობოტები, ბოტები ან სკრეპერები), 
შეაგროვოთ ან გამოიყენოთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომლითაც შეიძლება პიროვნების იდენტიფიცირება (მაგალითად, მომხმარებლის სახელების მოგროვება), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ნებადართულია ამ პიროვნების მიერ
გამოიყენოთ სერვისი არასანქცირებული სარეკლამო ან კომერციული კონტენტის ან სხვა არასასურველი თუ მასობრივი გზავნილების (სპამის) გასავრცელებლად;
გამოიწვიოთ ან წაახალისოთ სერვისში მომხმარებელთა ჩართულობა, მათ შორის ადამიანებისთვის ფულადი გასამრჯელოს გადახდა ან სხვა სახის სტიმულის მიცემა თქვენი გვერდის რეიტინგის ასამაღლებლად, ან სხვისი გვერდის რეიტინგის დასაწევად, ან სხვა მანიპულირების მიზნით;
არასათანადოდ გამოიყენოთ შეტყობინების, საჩივრის, დავის ან აპელაციის პროცესები, მათ შორის უსაფუძვლო, გამაღიზიანებელი თუ დაუფიქრებელი განაცხადების წარდგენით;
გამოიყენოთ სერვისები რაიმე სხვა მიზნით, გარდა პირადი, არაკომერციული გამოყენებისა (მაგალითად, თქვენ არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ სერვისები პირადი მოგების, რაიმე კომერციული მოგების მისაღებად) NETSHOP-თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, თუ სერვისის დანიშნულება თავად არ იძლევა ამის საშუალებას

უფლების შენარჩუნება
ნებისმიერი უფლება, რომელიც ცალსახად არ მიგიღიათ ამ ხელშეკრულებით, რჩება NETSHOP-ის ან შესაბამისი უფლებების მფლობელების უფლებად. ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, სერვისის გამოყენება არ განიჭებთ საკუთრების უფლებას იმ კონტენტში არსებულ ნებისმიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე, რომელზეც წვდომა გაქვთ (მათ შორის, ნებისმიერი ბრენდინგის, რომელიც გამოიყენება ან ნაჩვენებია სერვისში).

სერვისში შეტანილი ცვლილებები
NETSHOP მუდმივად ცვლის, აუმჯობესებს და ამატებს სხვადასხვა სერვისს. შეიძლება ასევე დაგვჭირდეს სერვისის ან მისი რომელიმე ნაწილის შეცვლა ან შეწყვეტა,  ჩვენ ყოველთვის გავითვალისწინებთ და დავაბალანსებთ ამგვარი ცვლილებების გავლენას სერვისის გამოყენებაზე. ჩვენ წინასწარ შეგატყობინებთ, თუ როდის შევწყვეტთ ან მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ ჩვენს სერვისში. თუმცა, იქნება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ცვლილებების შეტანა მოგვიწევს შეტყობინების გარეშე, მაგალითად, როდესაც ზომები უნდა მივიღოთ ჩვენი სერვისის უსაფრთხოებისა და ოპერატიულობის გასაუმჯობესებლად, არასათანადო მოპყრობის აღსაკვეთად ან სამართლებრივი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

თქვენი კონტენტი და ქცევა

კონტენტის ატვირთვა
ჩვენი ზოგიერთი სერვისი საშუალებას გაძლევთ გვერდზე განათავსოთ თქვენთვის სასურველი კონტენტი, ასეთი გამოქვეყნებული კონტენტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელი ხართ თქვენ. თუ კონტენტის ატვირთვას გადაწყვეტთ, სერვისს არ უნდა მიაწოდოთ კონტენტი, რომელიც არ შეესაბამება ამ ხელშეკრულებას. 
გთხოვთ ასეთი სერვისებით სარგებლობისას ნუ განათავსებთ ისეთი შინაარსის მასალას რომელიც არღვევს NETSHOP -ის წესებსა და პოლიტიკას და ეწინააღმდეგება თქვენი ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას. მაგალითად, თქვენს მიერ წარდგენილი კონტენტი არ უნდა შეიცავდეს მესამე მხარის ინტელექტუალურ საკუთრებას (მაგალითად, საავტორო უფლებებით დაცულ მასალას), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ მხარის ნებართვა გაქვთ ან სხვაგვარად გაქვთ ამის გაკეთების სამართლებრივი უფლება. 
თქვენ იურიდიულად პასუხს აგებთ სერვისისთვის მიწოდებულ კონტენტზე. 
ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ ავტომატიზებული სისტემები, რომლებიც გააანალიზებს თქვენს კონტენტს და დაგვეხმარება ისეთი დარღვევების და არასათანადო მოპყრობის აღმოჩენაში, როგორიცაა სპამი, მავნე პროგრამები და არაკანონიერი კონტენტი. და შეიძლება ჩვენ ამოვიღოთ ან უარი ვთქვათ ისეთი მასალის შინაარსის ჩვენებაზე, რომელზეც ეჭვი გვაქვს და მიგვაჩნია, რომ არღვევს ჩვენს პოლიტიკას ან კანონს.. . . 

თქვენ მიერ მინიჭებული უფლებები
თქვენ ინარჩუნებთ საკუთრების ყველა უფლებას თქვენს მიერ გამოქვეყნებულ კონტენტზე. მოკლედ რომ ვთქვათ, რაც თქვენ გეკუთვნით, თქვენი რჩება. თუმცა, თქვენგან მოვითხოვთ, გარკვეული უფლებები მიანიჭოთ NETSHOP-ს და სერვისის სხვა მომხმარებლებს, როგორც ეს ქვემოთ არის აღწერილი.

ლიცენზია NETSHOP-ს
სერვისისთვის კონტენტის მიწოდებით NETSHOP-ს ანიჭებთ მსოფლიო მასშტაბის, არაექსკლუზიურ, უფასო, გადაცემად, ქველიცენზირებას დაქვემდებარეულ ლიცენზიას, გამოიყენოს ეს კონტენტი (მათ შორის, მოახდინოს მისი რეპროდუცირება, გავრცელება, შეცვლა, ჩვენება და შესრულება) სერვისის მუშაობის, რეკლამირებისა და გაუმჯობესების მიზნით.

NETSHOP-ის მომხმარებლებისთვის
NETSHOP -ზე რაიმის საჯაროდ გამოქვეყნებით, თქვენ  თითოეულ სხვა მომხმარებელს აძლევთ საშუალებას წვდომა იქონიოს თქვენს კონტენტზე და გამოიყენოს ეს კონტენტი (მათ შორის, მოახდინოს მისი რეპროდუცირება, გავრცელება, შეცვლა, ჩვენება და შესრულება), 

თქვენი კონტენტის წაშლა
თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი კონტენტი სერვისიდან ნებისმიერ დროს. თქვენ ასევე გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი კონტენტის ასლი გააკეთოთ მის წაშლამდე. თქვენ ვალდებული ხართ წაშალოთ კონტენტი, თუ აღარ გაქვთ ამ პირობებით მოთხოვნილი უფლებები.

კონტენტის წაშლა NETSHOP-ის მიერ
თუ გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ თქვენს მიერ განთავსებული კონტენტი არღვევს ამ ხელშეკრულებას ან შეიძლება ზიანი მიაყენოს NETSHOP-ს, ჩვენს მომხმარებლებს ან მესამე მხარეებს, ჩვენ შეგვიძლია წავშალოთ ან ამოვიღოთ ასეთი კონტენტი მთლიანად ან ნაწილობრივ. 
ჩვენ შეგატყობინებთ ჩვენი მოქმედების მიზეზს გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამის გაკეთებით: (ა) დაირღვევა კანონი ან სამართალდამცავი ორგანოს მითითება, ან სხვაგვარად შეიძლება გამოიწვიოს  NETSHOP-ის ან ჩვენი აფილირებული პირების  სამართლებრივი პასუხისმგებლობა; (ბ) ხელი შეეშლება გამოძიებას ან სერვისის მუშაობასა თუ ერთიანობას; ან (გ) ზიანი მიადგება რომელიმე მომხმარებელს, მესამე მხარეს, NETSHOP-ს ან ჩვენს აფილირებულ პირებს. 
თუ თვლით რომ ჩვენი ქმედებები უსაფუძვლოა, თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ ჩვენი ქმედებები.      იხილეთ:  გასაჩივრება

საავტორო უფლებების დაცვა
თუ თვლით, რომ თქვენი საავტორო უფლებები დაირღვა სერვისის ფარგლებში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ შეტყობინება.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ განმეორებით დამრღვევებისთვის სერვისზე წვდომის შეწყვეტას, შესაბამის გარემოებებში.

ანგარიშის შეჩერება და შეწყვეტა

თქვენ მიერ შეწყვეტა
სერვისის გამოყენების შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ასევე შეგიძლიათ წაშალოთ NETSHOP-ის მობილური აპლიკაცია. 

შეწყვეტა და შეზღუდვა NETSHOP-ის მიერ
NETSHOP-მა შეიძლება შეაჩეროს ან შეწყვიტოს თქვენი წვდომა თქვენს NETSHOP ანგარიშზე, ან თქვენი NETSHOP ანგარიშის წვდომა მთელ სერვისზე ან მის ნაწილზე, თუ:  (ა) თქვენ მნიშვნელოვნად ან განმეორებით არღვევთ ამ ხელშეკრულებას; (ბ) ჩვენ მოგვეთხოვება ამის გაკეთება სამართლებრივი მოთხოვნის ან სასამართლოს ბრძანების შესასრულებლად; ან (გ) გონივრულად მიგვაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ქცევას, რომელიც იწვევს პასუხისმგებლობას ან ზიანს აყენებს ნებისმიერ მომხმარებელს, სხვა მესამე მხარეს, NETSHOP-ს ან ჩვენს აფილირებულ პირებს.

შეწყვეტა NETSHOP-ის მიერ სერვისის ცვლილებების გამო
NETSHOP-მა შეიძლება შეწყვიტოს თქვენი წვდომა ან თქვენი NETSHOP ანგარიშის წვდომა მთელ სერვისზე ან მის ნაწილზე, თუ NETSHOP  გონივრულად ჩათვლის, რომ მის მიერ თქვენთვის სერვისის მოწოდება აღარ არის კომერციულად გამართლებული.

შეტყობინება შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ
ჩვენ შეგატყობინებთ NETSHOP-ის მიერ თქვენთვის სერვისის შეწყვეტის ან შეზღუდვის მიზეზს გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამის გაკეთებით: (ა) დაირღვევა კანონი ან სამართალდამცავი ორგანოს მითითება, ან ეს სხვაგვარად გამოიწვევს NETSHOP-ის ან ჩვენი აფილირებული პირების  სამართლებრივ პასუხისმგებლობას; (ბ) ხელი შეეშლება გამოძიებას ან სერვისის მუშაობასა თუ მის გამართულობას; ან (გ) ზიანი მიადგება რომელიმე მომხმარებელს, მესამე მხარეს, NETSHOP-ს ან ჩვენს აფილირებულ პირებს. 

ანგარიშის შეჩერების, შეწყვეტის ან შეზღუდვის გასაჩივრება
თუ თქვენი NETSHOP ანგარიში გაუქმდება ან რომელიმე სერვისზე NETSHOP-ის მიერ თქვენი წვდომა შეიზღუდება, თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ სერვისის გარკვეული ნაწილის გამოყენება (მაგალითად, მხოლოდ ნახვა) და ეს ხელშეკრულება კვლავ გავრცელდება ასეთ გამოყენებაზე. 
თუ თვლით, რომ უსაფუძვლოდ შეგიწყდათ ან შეგეზღუდათ NETSHOP-ის რომელიმე სერვისით სარგებლობა  შეგიძლიათ გაასაჩივროთ NETSHOP-ის გადაწყვეტილებები.  იხილეთ:  გასაჩივრება

პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ჩვენს სერვისში

ჩამოტვირთვადი პროგრამული უზრუნველყოფა
როდესაც სერვისი მოითხოვს ან მოიცავს ჩამოტვირთვად პროგრამულ უზრუნველყოფას (მაგალითად, NETSHOP-ის აპლიკაცია), თქვენ იძლევით ნებართვას, რომ ეს პროგრამული უზრუნველყოფა ავტომატურად განახლდეს თქვენს მოწყობილობაზე, როდესაც ახალი ვერსია ან ფუნქცია გახდება ხელმისაწვდომი, თქვენი მოწყობილობის პარამეტრების გათვალისწინებით. 
იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ეს პროგრამული უზრუნველყოფა რეგულირდება დამატებითი პირობებით, რომელიც ლიცენზიას იძლევა, NETSHOP გაძლევთ პირად, მსოფლიო მასშტაბის, უფასო, არაგადაცემად და არაექსკლუზიურ ლიცენზიას, გამოიყენოთ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც NETSHOP გაწვდით სერვისის ფარგლებში. ამ ლიცენზიის ერთადერთი მიზანია, საშუალება მოგცეთ გამოიყენოთ და ისიამოვნოთ სერვისის უპირატესობებით, რომელსაც მოგაწოდებთ NETSHOP, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. თქვენ არ გაქვთ უფლება, დააკოპიროთ, შეცვალოთ, გაავრცელოთ, გაყიდოთ ან გააქირაოთ პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერი ნაწილი, განახორციელოთ ამ პროგრამული უზრუნველყოფის საინჟინრო ანალიზი ან სცადოთ მისი საწყისი კოდის ამოღება გარდა იმ შემთხვევებისა, თუ კანონი კრძალავს ამ შეზღუდვებს ან თქვენ გაქვთ NETSHOP-ის წერილობითი ნებართვა.

სხვა სამართლებრივი პირობები

პასუხისმგებლობის მოხსნა
კანონით, მომხმარებელს აქვს გარკვეული უფლებები, რომელთა გამორიცხვა ან შეცვლა შეუძლებელია ხელშეკრულებით. ამ ხელშეკრულებაში არაფერი ახდენს გავლენას იმ უფლებებზე, რომელიც შეიძლება გქონდეთ, როგორც მომხმარებელს. ამ ხელშეკრულებაში ცალსახად მოცემული ან კანონით მოთხოვნილი შემთხვევების გარდა, NETSHOP არ იძლევა რაიმე კონკრეტულ დაპირებებს სერვისის შესახებ. მაგალითად, ჩვენ არ ვიძლევით რაიმე დაპირებებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: სერვისის საშუალებით მოწოდებული კონტენტი; სერვისის კონკრეტული ფუნქციები ან მისი სიზუსტე, საიმედოობა, ხელმისაწვდომობა და მისი უნარი, დააკმაყოფილოს თქვენი საჭიროებები; რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი კონტენტი ხელმისაწვდომი იქნება და შეინახება სერვისში.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ყველა მომხმარებელს: ამ ხელშეკრულებაში არაფერი არ გამორიცხავს ან ზღუდავს რომელიმე მხარის პასუხისმგებლობას სიკვდილის ან ჯანმრთელობის დაზიანების გამო; თაღლითობის გამო; თაღლითურად შეცდომაში შეყვანის გამო ან ნებისმიერი პასუხისმგებლობის გამო, რომელიც არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს კანონით.
მოქმედი კანონით ნებადართულ ფარგლებში, NETSHOP და მისი აფილირებული პირები არ იქნებიან პასუხისმგებელი:
ზარალზე, რომელიც არ იყო გამოწვეული NETSHOP-ის ან მისი აფილირებული პირების მიერ ამ ხელშეკრულების დარღვევით;
ნებისმიერ ზარალზე ან ზიანზე, რომელიც თქვენსა და NETSHOP-ს შორის ამ ხელშეკრულების გაფორმების დროს, არ იყო  NETSHOP-ის ან მისი აფილირებული პირების მიერ ამ ხელშეკრულების დარღვევის წინასწარ განჭვრეტადი შედეგი;
ნებისმიერი მომხმარებლის მიერ ატვირთულ კონტენტზე ან ნებისმიერი მომხმარებლის ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ ან არალეგალურ ქცევაზე.
მხოლოდ ბიზნეს მომხმარებლებს: თუ სერვისს თქვენი სავაჭრო, ბიზნეს, რეწვის ან პროფესიული მიზნებისათვის იყენებთ („ბიზნეს მომხმარებელი“), მოქმედი კანონით ნებადართულ ფარგლებში, ასევე გავრცელდება პასუხისმგებლობის შემდეგი შეზღუდვები:
NETSHOP და მისი აფილირებული პირები არ იქნებიან პასუხისმგებელი დაკარგულ მოგებაზე, შემოსავალსა თუ მონაცემებზე; შესაძლებლობის ან მოსალოდნელი დანაზოგის დაკარგვაზე; არაპირდაპირ ან მიზეზობრივ დანაკარგებზე თუ „პუნიტიურ“ ზიანზე (ყველა შემთხვევაში, იმის მიუხედავად დანაკარგების განჭვრეტა შესაძლებელი იყო, თუ არა);

მესამე მხარის ბმულები
სერვისი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს მესამე მხარის ვებსაიტებზე და ონლაინ სერვისებზე გადასასვლელად, რომლებსაც არ ფლობს და არ აკონტროლებს NETSHOP. NETSHOP არ აკონტროლებს და არ იღებს პასუხისმგებლობას ასეთ ვებსაიტებსა და ონლაინ სერვისებზე. გაითვალისწინეთ, რომ სერვისიდან ასეთ ბმულებზე გადასვლისას ჩვენ გირჩევთ, წაიკითხოთ იმ თითოეული მესამე მხარის ვებსაიტისა და ონლაინ სერვისის წესები და კონფიდენციალობის დებულება, რომელსაც მოინახულებთ.

ამ ხელშეკრულების შესახებ

ამ ხელშეკრულების ცვლილება
ჩვენ შეიძლება შევცვალოთ ეს ხელშეკრულება, მაგალითად, ჩვენს სერვისში მომხდარი ცვლილებები რომ ავსახოთ ან სამართლებრივი, მარეგულირებელი ან უსაფრთხოების მიზეზების გამო. ჩვენ წინასწარ მოგაწვდით გაფრთხილებას წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი არსებითი ცვლილების შესახებ და მოგცემთ ამ ცვლილებების გადახედვის შესაძლებლობას. თუმცა, ცვლილებები, რომლებიც სერვისის ახლად ხელმისაწვდომ ფუნქციებს ეხება ან ცვლილებები, რომლებიც იურიდიული მიზეზებით განხორციელდა, შეიძლება ძალაში შევიდეს დაუყოვნებლივ, გაფრთხილების გარეშე. ეს ცვლილებები ძალაშია მხოლოდ მისი ამოქმედების დღიდან. იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმებით შეცვლილ პირობებს, შეწყვიტეთ NETSHOP-ის სერვისების გამოყენება.

ამ ხელშეკრულების გაგრძელება
თუ თქვენ დაასრულებთ  სერვისის გამოყენებას, ამ ხელშეკრულების შემდეგი პირობები მაინც გავრცელდება თქვენზე: „სხვა სამართლებრივი პირობები“, და „ამ ხელშეკრულების შესახებ“.

განცალკევებულობა
თუ აღმოჩნდება, რომ წინამდებარე ხელშეკრულების კონკრეტული პირობა აღსრულებადი არ არის რაიმე მიზეზით, ეს არ იმოქმედებს სხვა პირობებზე.

გადაცემა
NETSHOP-მა შესაძლოა გადასცეს ეს ხელშეკრულება სრულად ან ნაწილობრივ მის აფილირებულ პირს, ან NETSHOP-ის გაყიდვის შემთხვევაში, მესამე მხარეს.

უარი უფლებებზე
თუ არღვევთ ამ ხელშეკრულების პირობებს და ჩვენ დაუყოვნებლივ არ ვიღებთ შესაბამის ზომებს, ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ რაიმე უფლებაზე, რომელიც შეიძლება გვქონდეს 
(მაგალითად, რომელიმე ხელშეკრულების ნაწილის დარღვევის ფაქტის შესახებ თუ დაუყოვნებლივ არ მოხდა ჩვენი რეაგირება, ჩვენ შეიძლება მოგვიანებით მივიღოთ ზომები და შესაძლოა მთლიანად შეგიზღუდოთ NETSHOP-ის სერვისებით სარგებლობა).

მარეგულირებელი კანონი
 საკითხები რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულებით, წყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სადაო საკითხები მოგვარდება მხარეთა შორის წერილობითი ურთიერთშეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს მეშვეობით.

ძალაშია 21 ნოემბერი 2019 -დან